რუსთავის მერია და UNDP

2410

GE/EN
რუსთავის მერის ინიციატივით ჩამოყალიბებული რუსთავის ინოვაციების ჰაბის, რუსთავის მერიისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, რუსთავში 2019 წლის ნოემბრიდან, რამდენიმე სკოლაში დაიწყო პროექტზე დაფუძნებული სწავლების (project based learning), საპილოტე პროგრამა, რომელსაც ახორციელებდა მომავლის ლაბორატორია.

31 მარტს, მომავლის ლაბორატორიის ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ კონფერენცია, სადაც პროგრამაში ჩართული სკოლების მასწავლებლებმა წარადგინეს მოსწავლეების მიერ შემუშავებული პროექტები. კონფერენციას ესწრებოდა ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა.
პრეზენტაციებში ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო რუსთავში არსებული პრობლემების გამოვლენასაა მათი მოგვარების ეფექტური გზების ძიებაზე.
მოსწავლეები დაინტერესდნენ ისეთები საკითხებით, როგორებიცაა მაგ: მიუსაფარი ცხოველები, ვანდალიზმი, რუსთავის სამომავლო სტატუსი და განვითარების პერსპექტივები, ენერგოეფექტურობა, სტიქიური და გლობალური საფრთხეები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ეკონომიკური კავშირები და სხვ.
მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, საკუთარი რესურსებით ჩაატარეს გამოკითხვები და აიღეს ინტერვიუები, მოიძიეს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და მიიღეს რეკომენდაციები, აქტიურად იკონტაქტეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელ პირებთან, შექმნეს საინტერესო მასალები და მაკეტები. საბოლოოდ კი, წარუდგინეს შემდგარი საინტერესო პროექტები ქალაქის ხელმძღვანელობას.
სკოლაში მსგავსი პრაქტიკის დანერგვა განიხილება, როგორც მოსწავლეებში სამეწარმეო აზროვნების განვითარების შესაძლებლობა, რასაც შემდგომში ხელს შეუწყობს ისეთი მოდელები, როგორებიცაა Social Impact Award, Fafblab, Startup Factory და უფრო გრძელვადიანი სტარტაპების ხელშეწყობის და დაფინანსების სქემები.

აღნიშნული კონფერენციის შესახებ ბლოგი მოამზადა გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში (UNDP Georgia). ინფორმაცია კონფერენციის შესახებ ბლოგთან ერთად განთავსდა ორგანიზაციის ტვიტერის გვერდზე, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია. ინფორმაცია საკუთარ გვერდზე გააზიარა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა აჰიმ შტეინერმა, ორგანიზაციის სტამბულის რეგიონულმა ბიურომ და საქართველოში მოქმედმა დონორებმა, რაც იმას მოწმობს, რომ რუსთავში განხორციელებული ინიციატივით დაინტერესდნენ მსხვილი საერთაშორისო პარტნიორები. ეს კი თავის მხრივ მომავალი, უფრო მასშტაბური თანამშრომლობის წინაპირობაა, რისთვისაც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მზადაა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მარტის თვეში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ჩატარდა ქალაქის ბიზნესმენთა საკონსულტაციო საბჭოს პირველი შეხვედრა. საბჭოს მიზანია ბიზნეს სექტორის ჩართულობის გაზრდა ქალაქში მიმდინარე პროცესებში და ქალაქში ინტერ სექტორული თანამშრომლობის განვითარება. ზემოთნახსენები ორი ინიციატივის სინთეზით შესაძლებელი იქნება როგორც ქალაქის განვითარების გრძელვადიანი გეგმების შემუშავება, ასევე მისი იმპლემენტაციისთვის საჭირო ღონისძიებების სწორი დაგეგმვა და მათი განხორციელებისათვის აუცილებელი რესურსების მობილიზება.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია და რუსთავის ინოვაციების ჰაბი აგრძელებენ ინტენსიურ საქმიანობას და კომუნიკაციას ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ვინც შეიძლება თავისი მონაწილეობთ ხელი შეუწყოს რუსთავის განვითარებას და ქალაქში ინოვაციების ხელშეწყობას.

Rustavi Municipality City Hall and Rustavi Innovation Hub initiated by the City Mayor together with United Nations Development Program (UNDP) implemented a project based learning pilot program in several schools of Rustavi, in partnership with Future Laboratory.
On March 31, Future Laboratory held an online conference, where teachers of the schools involved in the program presented the projects developed by the students. (online conference was attended by Irakli Tabagua).
The main focus of the presentations was identification of the existing urban issues and designing effective ways to solve them.
Students were interested in working on issues such as homeless animals, vandalism, Rustavi’s future status and development prospects, energy efficiency, natural and global threats, information technology, economic ties, etc.
The students, together with the teachers, conducted surveys and interviews with their own resources, found experts in various fields and received recommendations, actively contacted local government officials, created interesting materials and models. Finally, presented their projects to city leadership.
The introduction of such practices in the school is seen as an opportunity to develop entrepreneurial thinking among students, which will be further supported by models such as the Social Impact Award, Fafblab, Startup Factory and more long-term startup support schemes.

The importance of this method is underlined by the fact that it will become one of the important components of the ecosystem that promotes youth entrepreneurship in Rustavi.

UNDP Georgia published a blog about the pilot, which attracted attention of both UNDP leadership, as well as donor partners in Georgia. The blog was re-posted by UNDP Executive Director Achim Steiner and UNDP Istanbul Regional Centre.
At the same time, in March, 2020, the City Mayor initiated the first meeting of the City Council of Business Advisors. The goal of the council is to increase the involvement of the business sector in the city’s ongoing processes and develop inter-sectoral cooperation. With the synthesis of the abovementioned two initiatives, it will be possible to develop long-term plans for the development of the city, as well as the proper planning of the measures necessary for its implementation and the mobilization of the necessary resources for their implementation.
Rustavi Municipality City Hall and Rustavi Innovation Hub continue their intensive activities and communication with all stakeholders who can contribute to the development of innovative local governance practices in Rustavi.