დავით თევზაძე: ეჰა, მეომარნო ქრისტესანო…. გილოცავთ!

3421

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უდიდესი ადგილი უჭირავს არმიის შექმნას, ჩამოყალიბებას და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება-განვითარებისთვის უდიდესი როლი აქვს შესრულებული და, რა თქმა უნდა, მომავალშიც…

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე ემოციურ წერილს აქვეყნებს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

„ამას, რაც ქვემოთაა, იმდენჯერ დავწერ, რამდენჯერაც მომცემს უფალი საშუალებას შევეგებო 30 აპრილის განთიადს…

დღეს ქართულ არმიას 29 წელი უსრულდება. დღეს, 29 წლისთავზე, არმია ზოგისათვის წარსულია, ზოგისთვის აწმყო, ზოგისთვის მომავალი, ზოგისათვის ბედისწერა და ზოგისათვის ცხოვრება მთლიანად…
გამორჩეულთათვის ქართული არმიის 29 წელი საქართველოსთვის ზვარაკად მიცემული საკუთარი სიცოცხელეა…
გილოცვთ ყველას, ვისაც ღმერთმა მოგმადლათ იღბალი ქართულ არმიაში გემსახურათ, ვინაც იმდენად ყვარებიხართ განგებას რომ საქართველოსათვის ბრძოლის ბედნიერება განგაცდევინათ. მათ სულებსაც ვულოცავ ვინც ბრძოლაში გაიწირა. დღეს ისინიც ჩვენთან არიან…
სულის მხნეობა შეიძინეთ ქართველებო და იმედით უყურეთ მომავალს.
საქართველო ჩვენი სამშობლოა.
საქართველო ჩვენ უნდა დავიცვათ.
ჩვენზე უკეთესად ვერავინ ვეღარასოდეს ვერ შეძლებს ამას…

ეჰა, მეომარნო ქრისტესანო…. გილოცავთ!“ – ნათქვამია დავით თევზაძის ფეისბუქ პოსტში.