პრემია ივერია და ხალხურის პრეზენტაცია…

1294

დაჯილდიებას გამართავს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 20 მარტს, 12:00 საათზე.

„წლევანდელი პრემია-კონკურს „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ მერვე გალა დაჯილდოება, რომელიც 20 მარტს გაიმართება საქართველოს პარლამენტის  ეროვნულ ბიბლიოთეკაში, განსხვავებული იქნება და – ახალი პერიოდული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება. გამოცემა კვარტალური იქნება და ქართულ, ეროვნულ, ხალხურ საქმიანობაში ჩაერთვება. ჟურნალს შესაბამისი სახელი აქვს – „ხალხური“.

 „თავიდანვე გეტყვით, რომ ჟურნალ „ხალხურში“ ჩართული არიან ცნობილი და დამწყები ჟურნალისტები შშმ პირები, პოეტები, მწერლები, სახალხო მთქმელები, საქართველოს ეროვნული უმცირესობები და უცხოელი პარტნიორები, რაც თავიდანვე განსაზღვრავს გამოცემის საერთაშორისო ფორმატს. გამოცემის მთავარი ფორმატი – ხალხური ფოლკლორ-შემოქმედებისთვის პრიორიტეტის მინიჭებაა. „ხალხური“, უპირველესად გაუძღვება ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაციას უცხოეთში და, რა თქმა უნდა, საქართველოში, ხოლო უცხოურ ხალხურ შემოქმედებას საქართველოში გავრცელების საშუალებას მისცემს, რაც როგორც საქართველოსთვის იქნება დადებითი მოვლენა, ასევე უცხოური ხალხური ხელოვნებისთვის მეტად საინტერესო იქნება მათი ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია საქართველოსა და სხვა ქვეყნებში. ჟურნალი ასევე პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ მწერლობას, ხატწერას, მხატვრობასა და ფოტოგაფიას.

როგორც ჩვენი ყველა პროექტი და გამოცემა, ამ შემთხვევაშიც პრიორიტეტად რჩება შშმ პირთა და საზოგადოებაში ადაპტაცია და რესოციალიზაცია, ჩვენ ისევ ვიცავთ საქართველოს ევროპასთან ასოცირების 349-ე მუხლის დ პუნქტს“, განაცხადა „ხალხურის“ დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

ჟურნალ ხალხურის სარედაქციო კოლეგია შემდეგნაირად გამოიყურება: დამფუძნებელი – ნუგზარ ჭიაბერაშვილი, მთავარი რედაქტორი – როლანდ ჭიაბერაშვილი. რედაქტორები: ლადო კახაძე, თამაზ სულაძე, ბადრი სულაძე, ზურაბ მამულაშვილი  და გიორგი კრავეიშვილი.

„ასე რომ, ჟურნალი ელოდება საინტერესო და ფასეულ, ღირებულ მასალებს. სრულიად ახალი გამოცემა ელოდება ხალხური შემოქმედების მოყვარულებისგან, სახალხო მთქმელებისგან და ამ სფეროს მკვლევარ-მეცნიერებისგან საინტერესო შემოქმედებით თანამშრომლობას, რათა დარჩეს ისტორიაში, როგორც კულტურული მემკვიდრეობა და ქართული ხალხური უნიკალური შემოქმედების და ტრადიცია საქართველოში. მაშ ასე, ხვალიდან კიდევ ერთი გამოცემა დაიდებს ბინას ჟურნალ-გაზეთების თაროებზე და მკითხველთა გულებში.

პ.ს. პრემია „ივერიის“ დამფუძნებელი და ორგანიზატორები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ კოვიდ პანდემიის გამო, დაწესებული რეგულაციები ყველა სტუმარმა და მასპინძელმა დაიცვას, მათ შორის მონაწილემ! სახელმწიფოს მიერ შემუშავებული რეგულაციებიდან გამომდინარე შეზღუდული რაოდენობა იქნება დაშვებული – 50 (ორმოცდაათი) ადამიანი.