უკრაინა – მარიუპოლი განადგურდა…

1689

ერთ დროს ყველასთვის საოცარი, ლამაზი საკურორტო და კულტურული ქალაქი მარიუპოლი… ქალაქი საოცარი არქიტექტურითა და უნიკალური მდებარეობით! ასეთ იყო! დღეს კი… რუსეთის თავდასხმის შემდეგ ეს მშვენიერი ქალაქი აღარ არსებობს – განადგურებულია!

DCIM\100MEDIA\DJI_0629.JPG


მარიუპოლი (უკრ. Маріу́поль, 1948-1989 წლებში – ჟდანოვი, 1948 წლამდე – მარიუპოლი) – ქალაქი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, აზოვის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე, მდინარე კალმიუსის შესართავთან. 2021 წლის მონაცემებით, მარიუპოლის მოსახლეობა 431 859 ადამიანს შეადგენს და ამ მაჩვენებლით, წარმოადგენს უკრაინის სიდიდით მეათე და დონეცკის ოლქის მეორე უდიდეს ქალაქს.
მარიუპოლი კაზაკების ყოფილი ბანაკის, სახელად კალმიუსის ადგილას დაარსდა, ქალაქის სტატუსი კი 1778 წელს მიენიჭა. იყო მარცვლეულით ვაჭრობის, მეტალურგიის და მძიმე მრეწველობის ცენტრი. მარიუპოლმა საკვანძო როლი ითამაშა უკრაინის ინდუსტრიალიზაციაში. დღეისათვის, მარიუპოლი კვლავ რჩება მრეწველობის, უმაღლესი განათლებისა და ბიზნესის ცენტრად.
1948 წლიდან 1989 წლამდე, საბჭოთა მოხელის, ანდრეი ჟდანოვის პატივსაცემად ქალაქს ჟდანოვი ერქვა; ქალაქებისთვის კომუნისტი ლიდერების სახელების დარქმევა საბჭოთა კავშირში გავრცელებული პრაქტიკა იყო.
2014 წელს დონბასში მიმდინარე ომის შემდეგ, როდესაც დონეცკი თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქად გამოაცხადეს, მარიუპოლო დონეცკის ოლქის დროებითი ადმინისტაციული ცენტრი გახდა.
ამჟამად ქალაქი უკრაინაში შეჭრილი რუსი ოკუპანტების ალყაშია და მძიმედ არის დაზიანებული. ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები მარიუპოლში მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს, ხოცავს და ომის დანაშაულს სჩადის.
2022 წლის 13 მარტს, მარიუპოლს უკრაინის გმირი ქალაქის ტიტული მიენიჭა.

დღეს მარიუპოლი განადგურებულია, ქალაქი, სადაც 400 000 ადამიანი ცხოვრობდა მშვიდად, დღეს ფაქტგიურად არარ არსებობს. არის დიდი მსხვერპლი, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები…