ოსკარ შინდლერის აკადემია გელოდი ფოცხიშვილის სახელობის მედლებს დაამზადებს

1277

საქართველოს და მსოფლიო ქორეოგრაფიას კიდევ ერთი დიდებული მაესტრო გამოაკლდა – გელოდი ფოცხიშვილი! მის სახელს უკავშირდება ქართული ცეკვის და ხელოვნების უანგარო პოპულარიზაცია მსოფლიოში. ჭეშმარიტად ქართველი, თაობათა აღმზრდელი და კიდევ სხვა მრავალი ადამიანური ღირსების მატარებელი, საუკეთესო მამულიშვილი, საქართველოს კეთილშობილი კაცი!

გელოდი ფოცხიშვილის სახელის უკვდავსაყოფად მისი ოჯახი იზრუნებს, მამის დაწყებულ საქმეს ღირსეულად გააგრძელებს, თუმცა საზოგადოებაში გაჩნდა ინიციატივა და კეთილგონიერი გადაწყვეტილება მიიღო ოსკარ შინდლერის აკადემიამ, მისმა რექტორმა, საყოველთაოდ ცნობილმა დიზაინერმა, პროფესორმა მაქს შავიტმა: „ოსკარ შინდლერის აკადემია დაამზადებს გელოდი ფოცხიშვილის სახელობის მედლებს, რომლებიც გადაეცემათ ფოცხიშვილების ოჯახის მიერ დასახელებულ, ცეკვაში წარჩინებულ პირებს, პატივისცემით მაქს შავიტი“ – აცხადებს მაქს შავიტი, ოსკარ შინდლერის აკადემია. და იქვე დასძინა: p.s. უკვე მზადაა და ელოდება თავის მომენტს – თემურ წილკაურისა და ჯამლეტ ხუხაშვილის, მედლები.

ბრავო და მადლობა ოსკარ შინდლერის აკადემიას და მის რექტორს, ბატონ მაქს შავიტს! დიდებული საქმეა ხელოვანი, ღირსეული მამულიშვილის და საზოგადო მოღვაწის უკვდავსაყოფად!