მსოფლიომ დიდი მაესტრო დაკარგა!… გია ყანჩელი გარდაიცვალა…
ყველა ადამიანი, ვისაც მასთან შეხება ჰქონია – ბედნიერია, ხოლო მისი შემოქმედება მსოფლიო კინომუსიკის საგანძური… მსოფლიო სამეულში შეიყვანა ქართველი გენიოსი საკუთარმა უსაზღვრო ნიჭიერებამ!
„დღეს მსოფლიომ დაკარგა უდიდესი კომპოზიტორი და ლეგენდარული პიროვნება – გია ყანჩელი.
მადლიერი ვარ რომ მომეცა საშუალება, გასულ წელს, მისთვის გადამეცა რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდება.
ვიზიარებ მისი ოჯახის, მეგობრებისა და სრულიად საქართველოს მწუხარებას“ – მწუხარებას გამოთქვამს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.
მადლობა ბატონო გია, მადლობა!