კარატეს უმაღლესი რანგის ოსტატი თბილისში

2971

ქართულ კარატეში სიახლეებია, რომელიც წინასწარ გაგვიმხილა ლევან როგავამ. 2020 წელი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს აღმოსავლური ორთაბრძოლებისთვის.

„მოხარული ვარ გაცნობოთ და გაგახაროთ, რომ 2020 წლის 24-26 აპრილს სენსეი ტეცუჯი ნაკამურა გვესტუმრება, თბილისში და პრაქტიკულ და თეორიულ სემინარებს გამართავს. სენსეი ნაკამურას სემინარები, როგორც ყოველთვის, ცოდნისა და ინტელექტის მიღების, ორთაბრძოლების საუკეთესოდ შესწავლის საშუალებაა. ჩვენ ვემზადებით, რომ დავხვდეთ მას განსაკუთრებულად“! – განაცხადა საქართველოს ოკინავური გოჯუ რიუ კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან როგავამ.

ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ლეგენდარული, ყველა დროის უძლიერესი ოსტატის, მეათე დანის მფლობელის, სენსეი მორიო ჰიგაონას შეგირდი ჩამოდის საქართველოში, რომელიც ამჟამად გოჯუ რიუ კარატეს საერთაშორისო ფედერაციის შეფ-ინსტრუქტორია, მეშვიდე დანის მფლობელი და მსოფლიოში აღიარებული, როგორც ერთ-ერთი უმაღლესი რანგის ოსტატი.