ქართველი პარასპორტსმენები უკრაინაში იასპარეზებენ

1560

31 აგვისტო-5 სექტემბერი ქათველი პარასპორტსმენები უკრაინაში, ქალაქ კატერინა ბუგაზში (ოდესასთან ახლოს, ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია ზღვისპირეთში), იასპარეზებენ. აღნიშნულ ქალაქში ეს სპარტაკიადა ტრადიციულად ტარდება და პოპულარობითაც სარგებლობს.

„ტატო სულიკაშვილი პნევმატური იარაღით სროლაში და ბოჩაში იასპარეზებს, ხოლო ვიქტორ ქარქიშვილი კალათბურთისა და სლალომში (ეტლით სირბილი) გამოვა.

მართალია ამ ეტაპზე ჩვენი სპორტული დელეგაცია მცირერიცხოვანია, გასაგები მიზეზების გამო – კოვიდ პანდემია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ შედეგი მაინც გვექნება, ხოლო სამომავლოდ მეტ აქტიურობას ვაპირებთ სპორტში, ისევე როგორც ხელოვნებაში. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ასეთი მასშტაბის სპორტულ ღონისძიებაზე ჩვენი პარასპორტსნებეის გასვლა პირველია, თუმცა შედეგებს მაინც ვიმედოვნებთ“, – აცხადებს ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი და აღნიშნული სპორტული ღონისძიების პარტნიორი საქართველოდან ნუგზარ ჭიაბერაშვილი.

ნუგზარ ჭიაბერაშვილმა აქვე განაცხადა, რომ „ვიქტორ ქარქიშვილი პარამოცეკვავეა და უკრაინის არაერთ ფესტივალში აქვს გამარჯვება მოპოვებული, ასევე საქართველოში შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „ივერია – ბრილიანტის“ გამარჯვებულია, თუმცა არაერთ სპორტულ ღონისძიებაში უასპარეზია და საკმაოდ მაღალი შედეგებითაც. ხოლო ტატო სულიკაშვილი ახალბედა პარასპორტსმენია, რომლის ოცნების ასრულება და წარმატებებიც ახლა იწყება. აქვე შეგახსენებთ, რომ ტატო „ეტალონის“ გამარჯვებული და სტიპენდიანტია, რომელიც წელს სტუდენტი გახდა“.

ტატო სულიკაშვილი ეტალონის გამარჯვებული
ტატო სულიკაშვილი – სტუდენტი
ვიქტორ ქარქიშვილი პარასპორტში
ვიქტორ ქარქიშვილი უკრაინის საერთაშორისო ფესტივალზე

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტატო სულიკაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა დააფინანსა, ხოლო ვიქტორ ქარქიშვილი გორის მერიამ.