წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერია“

2801

ავტორი: ნანა ბერაია

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

ნანა ბერაია – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2019 წლის ლაურეატი ნომინაციაში „ქართული ელიტის წლის პოეტი“

ჩუმი სევდა
ცვივა ფოთლები შემოდგომის ყვითელ მიწაზე,

ცვივა ბზრიალით, უსუსურად ფანჯრის რაფებთან.

გამვლელ-გამომვლელს შეაფარებს სულს და თავს დახრის,

ეს ჩუმი სევდა მე ყოველდღე მხვდება კარებთან…

მე თქვენ მიყვარდით და შეგრაცხეთ ღმერთად, ეროსად,

კვლავ გვიან მივხვდი, ყველაფერი თურმე თქვენ არ ხართ.

მომნატრებიხართ ხვევნა-კოცნით, ჩუმი ალერსით

და ამ ალერსში ჩუმად თქმული სიტყვით – მიყვარხართ!

თქვენი სიმშვიდით, ოდნავ ცივი, მიუკარება,

თავს მაჩვენებდით, რომ გიყვარდით, ფიქრობდით ჩემზე,

და სული ჩემი, თეთრ თოვლივით სპეტაკი, ნაზი,

წვიმის წვეთების ვენურ ვალსზე მემახსოვრება…

ცვივა ფოთლები შემოდგომის ყვითელ მიწაზე,

ჩემო ძვირფასო, ქალბატონო, ნუთუ თქვენა ხართ?!

ტკბილი სიტყვები მომიქარგეთ გულის ღილაკზე

და ბოლო სიტყვა მათქმევინეთ: -მე თქვენ მიყვარხართ!


კვაზიმოდო

რაც ბზინავს განა ყველაფერი ოქროდა ფასობს?

ანყველა ,,მახინჯს” კვაზიმოდო ჰქვია სახელად?!

თუკი ჯამბაზი სასახლეში მეფის გვარს ართობს,

მათ, ვისაც არა?! მაშინ, სიტყვაც არ ღირს სათქმელად…

ნუ განიკითხავთ! ცოდვილია, ვინაც შვა კვაზი.

დედას კალთიდან ააცალეს, ღამით ატარეს.

ღვთისმშობლის ტაძარს მიიყვანეს ჩვილი, უმწეო

და როგორც შეძლეს სულიერად ისე აღზარდეს…

ვინ არის კვაზი?! შეყვარებული, ოღონდაც ნაზი,

ღამის სიბნელეს რომ ჩამოჰყვა ზეცის ხაოდან.

ქვა მოიმარჯვეთ, უცოდველნო, ესროლეთ ცოდვილს,

რომელიც თურმე სიბნელეშიც გრძნობით ჰყვაოდა…

ვიღაცა გოდებს… ემტერება ირგვლივ ყველაფერს,

განცდა აწუხებს ქალისაგან გრძნობის არქონის,

ნასესხებ ღიმილს და იმედსაც ვარდებში გაცვლის,

ტაძარში ტირის დაძონძილი სული მათხოვრის…

დაბადება

მე ვნახე შენი დაბადება,
ვიგრძენ ტკივილი.
ვნახე სიცოცხლის მე გაგრძელება,
ხეზე ჩიტების ჟივილ-ხივილი
და ბუნებამაც შეიფერა შენი გაჩენა…
,,სიკვდილის” მერე,
ნახე მზის სხივი,
ცისარტყელების შუქთა ჩახჩახი,
გნახე ნაყოფი სიყვარულისა,
სუფთა, ქათქათა,
მოწმენდი ლიცა,
როგორც თაბახი…
მე შეგიგრძენი, ჩემში იყავ
ერთხორც, ერთსული,
ცხრა თვე იარა დედამ
ორსული…
ახლაც ჩემი ხარ, სულის ნაწილო,
დედა მკერდიდან ვეღარ გიშორებს,
არ ხარ საწილო
და ამიტომაც ვერ ავიტან
შენთან სიშორეს…
მაგრამ კითხვები:
რატომ და რისთვის,
ეს უპასუხო ურცხვი ეჭვები,
ჯალათები ვით დამყვებიან
ვით მეგობრები, –
მე უფლის გარდა ვერვის ვენდობი
და უფრთო ქალი ხატთან ვემხობი…
იყავ დღეგრძელი,
ლექსში ვპოვებ მხოლოდ სიმშვიდეს,
და ველოდები შემოდგომის
ხეთა სიშიშვლეს –
ვით ნაზი ია გაზაფხულზე
კვლავავ ყვავდები,
შევიფოთლები, ვიხასხასებ
შენზე ვილოცებ…
და როგორც დედა, როგორც ქალი,
არ დავმთავრდები…

გახლეჩილი საქართველო
წუხელ გახლეჩილ საქართველოს ვიყავ სტუმარი,
ისევ ვიხილე მავთულხლართი, უხმოდ ავტირდი.
მე ორიოდე ტკბილი სიტყვა ჩუმად ვუთხარი
და ქართულ მიწას ვეამბორე, როგორც დავპირდი.
ო, როგორ მსურდა გამეგონა ხმა საამური,
გულის საზღვართან დამხვედროდნენ ძმები ოსები,
აკვნესდებოდა ძველებურად ხის სალამური,
ლექსებს დაწერდნენ ოს-ქართულად ჩვენი მგოსნები.
გაჩაღდებოდა ქორწილები მამაპაპური,
არ მაწამებდა მოგონება, ეჭვი, დარდები.
მტრობა და შური გაქრებოდა ვითარცა მდგმური,
არ იცხოვრებდნენ ქვეყანაზე ცრუ და ხარბები…
ვერ გავექეცით მტრის რისხვას და გასროლილ ტყვიას,
მაგრამ დღეიდან დასაჯიჯგნად არ მივცემთ ქორთა,
დამისხით ღვინო, გაუმარჯოს უსიტყვოდ ტრფიალს,
თასით შემასვით სიყვარული, ქართველთა – ოსთა.