თამთა მამულაიძე – ქართული ელიტის წლის მწერალი

3387

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

თამთა მამულაიძე – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2017 წლის ლაურეატი ნომინაციაში „ქართული ელიტის წლის მწერალი“

16 კვირა
კარგია, როცა იცი… რომ უყვარხარ
კარგია, როცა გელოდებიან როცა გეფერებიან…
მუცელში მე ვარ, ეს გოგო კიდე, დედა-ჩემია!
ცოტა ხნის წინ გავიგე დედის ხმა, თურმე როგორი მხიარული ყოფილა, ამას წინათ ისე გადაიკისკისა, შევკრთი და წარბებიც შევჭმუხნე, იმიტომ, რომ გამაღვიძა.
დედა ემოციურია, ისეთი გრძნობით მელაპარაკება ხოლმე, ხელს ვიფარებ და ვიცინი, ტირილიც ისეთი გულიანი იცის, პირველად ეკრანზე რომ დამინახა ატირდა, მაშინ გავიფიქრე, რა კარგია არ მოვიწყენ ამ გოგოსთან თქო, გოგო კი არა ეს დედა-ჩემია, ჩემს თავს შევუსწორე. დიდი ხანი არაა, რაც ვარსებობ, მაგრამ უკვე ბევრი რამ დამამახსოვრდა, აგვისტოს დასაწყისში, თბილისში ქარი ჰქროდა, დედა აივანზე გავიდა ხელი მუცელზე მიიდო, ალბათ ჩემზე გაიფიქრა, არ შესცივდესო და ასე იდგა და შეჰყურებდა ცას, თვალებს ხუჭავდა და იღიმებოდა, მე ზუსტად არ ვიცი როგორი ღიმილი აქვს დედას, მაგრამ ვგრძნობ და მსიამოვნებეს, როცა ის იღიმის. ხანდახან სასაცილოც არის, გაივლის გამოივლის და სარკეში იხედება, ჯერ მარჯვენა მხარეს დადგება, მერე მარცხენა მხარს, მერე წინ, მერე დატრიალდება, ისევ მუცელზე მიიდებს ხელებს და მიდის ნელი ნაბიჯით, ალბათ საქმიანობს დედა. კარგია, როცა გეფერებიან… კარგია. დედას უკვე თამაში უნდა და ვერ ხვდება, რომ ჯერ პატარა ვარ, თითებს მირტყავს, უნდა მეც დავარტყა, მაგრამ ჯერ მეზარება, დამელოდე გავიზარდო დე დაგავიფიქრებ ხოლმე და ზურგს შევაქცევ, მაგრამ არ იცის, თორე ეწყინება, ბუტიაობაც სცოდნია დედას.
დედა მღერის და ხანდახან ცეკვავს, მე კიდევ ბევრი რამ მაქვს სათქმელი დედაზე, მაგრამ რამდენი კვირისაც ვარ, იმდენი კვირისთვის საკმარისია, ის კი დანამდვილებით ვიცი, დედა რას ფიქრობს ჩემზე.
კარგია, როცა იცი… რომ უყვარხარ
კარგია, როცა გელოდებიან როცა გეფერებიან…

24 კვირა
სახელი ჯერ არ შეურჩევიათ ჩემთვის, მაგრამ დედა ბედნიერებას მეძახის, მომწონს მისი გაბედნიერება მე რომ მხვდა წილად. დედას ფიქრი ძალიან უყვარს დამგონი მეც მასწავლა ფიქრებში ბოდიალი, მაგრამ მეჯერ საფიქრალი არც არაფერი მაქვს, მთავარია ხმაურმა და ჩემმა პატარა ღორმუცელა მუცელმა არ შემაწუხოს, ესარის და ეს. ხოდა, რაც მთავარია დედა იყოს სიცილის ხასიათზე. ის გაუთავებლად ფიქრობს, როდის ჩამიხუტებს გულში, როგორი ვიქნები, რა იქნება ჩემი პირველი სიტყვა, როდის გავივლი და თქვენ წარმოიდგინეთ ბაღში ვინ მომეწონება პირველად, დედა ამბობს, რომ მთელი სამყარო მაქვს გასავლელი ფეხით, ყველაფერი უნდა განვიცადო, გამოვცადო და შევიგრძნო. უკვე საინტერესოა ჩემთვის ისე ხატავს თქვენს სამყაროს სადაც მეც მალე მოვალ. მიუხედავად იმისა, რომ დედა დღეებს ითვლის როდის მაჩუქებს ბილეთს ამ სამყაროში სამოგზაუროდ, მე მაინც მგონია, რომ დედა საკმარისია ჩემთვის.
დედას უნდა დამიხატოს ფერადი სამყარო, მაგრამ იმასაც დარდობს, როგორ დამიცავს უსამართლობისგან, რომელსაც ხშირად თავადაც ვერ უმკლავდება, მაგრამ ამბობს, რომ ყველაფერს შევძლებთ, მთავარია მივყვეთ ინსტრუქციას, რომელსაც დედა მერე მასწვალის.
დედა საკმარისია ჩემთვის, მაგრამ უკვე მეორე ადამიანის ხმაც მესმის, მგონი ეს მამაა და ვხვდები ის რომ არა, აბა ვინ იზრუნებდა, დედაზე ისე, თუ არა ის.

32 კვირა
რაც დრო გადის, თქვენ სამყაროში მოსასვლელად მით ნაკლები დრო მრჩება მე, სადაც დედა გაღვიძებისთანავე დილამშვიდობისას მეუბნება და მეფერება და მეც ჩემი სამყაროდან ხან ხელის, ხანაც ფეხის მოქნევით ვპასუხობ. სადაც დედა დილაობით ფაფას ამზადებს ღიღინით და სამსახურისკენ მიმავალი ცეკვავს როგორც შეუძლია ან ბუზღუნებს, ისიც როგორც შეუძლია. იმ სამყაროში მოსასვლელად რჩება ცოტა დრო, სადაც დედა ხანდახან წყალში ვარჯიშობს და მეც მასთნ ერთად ვიმეორებ 1,2,3 _ 1,2,3… მერე ლექციებზე უსმენს ვიღაცეებს, არ ვიცი ვინ არიან, მაგრამ დედას მოსწონს ახალს და საინტერესოს, რომ იგებს, მართალია მერხთან სულ ტრიალებს, ცმუკავს, იცვლის პოზებს, მაგრამ ამბობს, რომ მე და დედა მაგისტრანტები ვართ, რაც არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ალბათ კარგია… ამ სამყაროს „მედადედა“ ჰქვია ჯერ… და მომწონს, მერე სხვებიც რომ დაემატებიან მერეს მერე ვიტყვი, მერევ იტყვი მე.

36 კვირა
ფრიიი… დედამ ჩემთან ერთად ღრუბლებში აფრენა სცადა.
სულ ცოტაც და მალე ბედნიერებისგან ვიფრენთ, რა გეჩქარება დედა.
ახლა ზიხარ სავარძელში, მწერალივით ყელზე კაშნე გაქვს მოგდებული და ფიქრობ, ფიქრობ ათას რამეზე, დაიღალე კიდეც, ვგრძნობ და ფიქრში გეშველები, მე ხომ მიყვარხარ, მე ხომ შენში 236 დღეა რაც ვარ და შენი სიხარულის და აუარება განცების მიზეზი ვარ. ყოველდღე ათასი რამ ხდება, ისიც კი მიკვირს, ამდენ ემოციას როგორ იტევს შენი გული, რომელსაც ვხედავ ყოველდღე, როგორ არათანაბრად გიძგერს ხოლმე ნეტა იცოდე, ისე რომ აგიჩქარდება თითქოს გამოხტომას ცდილობდეს ვამშვიდებ და თუ გინელდება სულსვ უბერავ რომ ისევ გაგიჟდეს.
არა, შენი ჩემდამი უპირობო სიყვარული სიტყვებს არ საჭიროებს, არც ზედმეტ ემოციებს, ვიცი არასდროს მეტყვი იმას, რა რთული გზა გაირე ჩემ გამო, არც დავალებულად მაგრძნობინებ თავს, არც იმას მეტყვი, რომ ხელის გულზე რამის შეწვა შენი ამაგიდან ვერა და ვერ გამათავისუფლებს. მე და შენ ვიცი მეგობრები ვიქნებით და მორჩა.
როცა ამ ფოტოს ვიღებდით მე და შენ და ბუშტები, ისე ჰაეროვნად აიწიე ფეხის წვერებზე, გეგონა ცას მიწვდებოდი, მაგრამ არ გაგიშვი, მხოლოდ მას შემდეგ დავიწყებთ ფრენას, როცა ჩაგეხუტები, გპირდები მერე ვიფრინოთ, ფრიიიი…

39 კვირა და 5 დღე
შენი ჩუმად ნათქვამი „მიყვარხარ“ მესმის…
ვიცი გამძიმებ, ნაბიჯების გადადგმაც გიჭირს…
გახშირებულად სუნთქავდა ვხვდები,
მუცლით მატარებ, გულით კი მეტრფი.

მხატვრული პოსტი – დაბადება და 365 დღე
დაგინახე და ავტირდი…
მანამდე კი, სულმოუთმენლად გელოდი. 27 იანვარი თენდებოდა, ვიცოდი დღეს აუცილებლად შევხვდებოდით ერთმანეთს. ძილი ვერ მოერია ჩემს ფიქრებს შენზე, მაინტერესებდა როგორი იყავი, ალბათ შენც. მანქანაში უხმოდ ჩავჯექი და რამოდენიმე კილომეტრი ფიქრში გავატარე ისევ, ჩუმად ვიყავი ხმას არ ვიღებდი. წინ დიდი მოლოდინი იყო, მეგონა სხვა განზომილებაში უნდა მოვხვედრილიყავი და სიჩუმე და შენზე ფიქრი ვარჩიე, ამიყვანეს მეორე სართულზე და ოთახში მარტო აღმოვჩნდი, აქ უკვე ოთახის სიჩუმემ შემაშინა და ავტირდი, ათასნაირი გრძნობები ირეოდა ჩემში, მერე კი ეპიზოდებად და იყო 27 იანვარი.

ეპიზოდი I თეთრი ოთახი…
ჩამქრალ დერეფანში ჩქარი ნაბიჯით გამატარეს, და მერე ისევ ოთახში დამტოვეს მარტო, ისევ შემაშინა ჩემმა სიჩუმემ, ცრემლები მხოლოდ შენზე ფიქრმა შეაკავა, ექვსის წუთები იყო კარგად მახსოვს, არავინ იყო ჩემ გარშემო, არავისი ხმა არ მესმოდა, მხოლოდ საკუთარ გულისცემას ვგრძნობდი ყურებში, ჟრუანტელი მივლიდა ტანში და თვალები ამიცრემლიანდა დავხარე თავი და მალევე ავწიე ზევით, მე წინ ბედნიერება მელოდა… მითხრეს წამობრძანდი თამთა, არავის უკითხავს მეშინოდა თუ არა იმის რაც თეთრ ოთახში მოხდებოდა, არც მე ვიცოდი, არცოდნაც მკლავდა, მაგრამ ახალ განზომილებას ცოტა დრო მაშორებდა და დავემორჩილე ყველა ბრძანებას რაც გასცეს თეთრხალათიანებმა, ვეცადე მეხუმრა თავის გასამხნევებლად, მაგრამ ჩემსავე ხუმრობაზე მხოლოდ მე გამეცინა ისიც სიმწრით, ნერწყვს ვყლაპავდი, საოპერაციო მაგიდის თავზე თეთრი შუქი თვალებში, რომ მანათებდა მაშინ… მერე სხეული ნელ-ნელა გამეყინა, თითქოს უგრძნობი გავხდი დაარმესიამოვნა, მე ხომყველაფრისშეგრძნებამიყვარსმთელისისავსით.
მერე თეთრხალათიანებს, კიდევ დაემატნენ და დაიწყო… და მე ჩემ გულის ცემას გავხედე აპარატზე, მატულობდა, ვგრძნობდი მალე, რაღაც ახალი უნდა მომხდარიყო ცხოვრებაში და მოხდა… ტირილი შემომესმა, ახლა უკვე ჩემიარა, შენი დემეტრე, დაგინახე დაავტირდი… გამოგაყოლე თვალი და მინდოდა გავქცეოდი თეთრხალათიანებს და ჩაგხუტებოდი, მაგრამ არ გამომიშვეს, გაუნძრევლად ვიწექი და შორიდან გიყურებდი, მერე როცა წამით ჩემთან ახლოს მოგიყვანეს შეგეხე და გითხარი გამარჯობა დედა და გაკოცე, ალბათ ამ წუთების გახსენებაზე ბედნიერებისგან მთელი ცხოვრება ვიტირებ, მებედნიერი ვარ, მაგრამ ის მინდა რომ შენ ასმაგად ბედნიერი იყო. მალე წაგიყვანეს და მე გამოგეტირე, კანკალმა ამიტანა, მზად ვიყავი მკვდრად ქცეული სხეული შენი ნახვით მოგვრილი ემოციებისგან აღმედგინა და გამოგკიდებოდი, წუთსაც ვეღარვძლებდი უშენოდ და ეს წუთები მეორე დილამდე გაგრძელდა უნამოსოდ.

ეპიზოდი II – 12 საათი უშენოდ…
თეთრ ოთახში შენი დანახვის მერე 15 წუთი ისევ მარტომ გავატარე, უსასრულოდ მომეჩვენა წუთები, როგორც იქნა ვიღაც გამოჩნდა, დახმარებას ვთხოვდი, მაგრამ ამაოდ, არავინ მომეშველა, რომ ავმდგარიყავი და შენამდე მოვსულიყავი, უსამართლობა იყო 12 საათი უშენოდ, მე შენთან მინდოდა, ალბათ შენ _ ჩემთან. მთელი ღამე წიკწიკებდა აპარატი, მგრძნობელობა ნელ-ნელა მოდიოდი, მიხაროდა მალე შევძლებდი შენთან მოსვლას, მაგრამ როგორც შენ ჩემამდე მოსვლას დასჭირდა დიდი დრო, ისე დამჭირდა მეც საათები საუკუნეებად ქცეული. შენთან მინდოდა, მტკიოდა, გონს ვკარგავდი, მაგრამ შენთან მინდოდა. ასეთი უძლური არასდროს ვყოფილვარ, შემეძლო შენთან ყოფნა და არ ვიყავი, არც შენ იყავი, იქნებ ტიროდი, მე ხომ ვტიროდი, იქნებ მოფერება გინდოდა ჩემი, მე ხომ შენი შეხება მინდოდა. ახლა 28 იანვარი დამათენდა, დღე როცა მეორედ შევხდებოდით ერთმანეთს, ყველა წუთს დავიმახსოვრებ შენთან გატარებულს და ასე იქნება მთელი ცხოვრება.

ეპიზოდი III – მეორე შეხვედრა…
ისევ ვერ დავდიოდი, მაგრამ შენთან მოვიჩქაროდი, ვიცოდი, რომ შენი დანახვა ჩიტივით წამომაფრენდა ეტლიდან. მოხვედი ჩემთან, მაგრამ მე შენი ხელში აყვანა ვერ შევძელი, სამაგიეროდ დაგიძახე და გამომხედე შენი საოცარად თბილი თვალებით და მე გავიღიმე როგორც იქნა. მე გავიღიმე შენი დამსახურებით. გახსოვს?! ორსულობის დროს შენ იცოდი, რომ მე ბედნიერებას გეძახდი, სანამ სახელს შეგირჩევდი, მაგრამ შენ ბედნიერებაზე მეტი ყოფილხარ.

მთავარი ეპიზოდი…
მე და შენ ერთმანეთს 27 იანვარს შევხვდით და მაშინ თბილისში დიდი თოვლი მოვიდა. მე შენ მიყვარხარ უანგაროდ და ეს გრძნობა უსასრულოა. შენ საოცრად კარგი ხარ, ალბათ არ გიმსახურებ, მაგრამ მე ბედნიერი ვარ ჩვენი გაცნობის დღით, მე ბედნიერი ვარ და ეს შენი დამსახურებაა, ამიტომ ყოველდღე გეტყვი მადლობას. მადლობა დემეტრე, ჩემო ვარსკვლავთბიჭუნა დიდი მადლობა.
და გაქრა თეთრი ოთახიც, თეთრხალათიანებიც აღარ არიან, აღარც ტკივილები მახსოვს, როცა 27 იანვარი მახსენდება და მთავარ ეპიზოდად დარჩა მხოლოდ მთავარი ეპიზოდი, ჩვენი გაცნობის დღე.

365 დღე
მე გაგიცანი 2017 წლის 27 იანვარს, არ მომაყოლო დეტალები, თორემ ამეტირება. ახლა 2018 წლის 27 იანვარია, დრო რა მალე გავიდა, თითქოს მისით ტკბობა ვერ მოვასწარი და ვერც შენ მოგესიყვარულე სათანადოდ.
რამდენი რამ გადაგვხდა 365 დღის მანძლზე არა? ახლა ვზივარ მარტო, ჰორიზონტს გავცქერი, ჯერ ჩვენ ფანჯრებთან ახალი შენობა არ წამოჭიმულა, ამიტომ შემიძლია ცას და სივრცეს თამამად შევხედო და ვიფიქრო შენ არსებობაზე, განვლილ დღეებზე, სიხარულის ცრემლებზე, იმ სასაცილო მომენტებზე, რომლეზეც მაშინ მეტირებოდა, შენ ციმციმა თვალებზე და ჩვენზე.
ცდუნებას ვერ ვუძლებ, მინდა ყველაფერი მოგიყვე, ზღაპრის ყველა დეტალი გავიხსენო და ვიტირო.
შენ რომ გაგიცანი თბილისში თოვლი მოვიდა, მე სიარული თავიდან დავიწყე, რომ შენი ხელში აყვანა შემძლებოდა, მოგფერებოდი და შენთვის იავნანა მემღერა… მე და მამა ისეთი სასაცილოები ვიყავით, როცა შენთან მარტოები დავრჩით, ეს აუცილებლად უნდა მოგიყვე:
როცა სახლში მოგიყვანეთ, ოთახები შემოგატარეთ და შენი ადგილი მიგიჩინეთ. შენი დაბანის დროც დადგა, ხელთათმანები გავიკეთეთ, სახლს კიდევ ერთხელ სტერილიზაცია ჩავუტარეთ და შეძახილებით მოგაწესრიგეთ „აბამალე“, „აბაჭიპი“, „აბა არ გაცივდეს“, 1 კვირის მერე ჭიპი მოგძვრა და მე ტირილი დავიწყე „ჭიპი დავკარგეთ“, 2 კვირის მერე ხელთათმანები გავიხადეთ „დიდი ბიჭიაო“ ვიფიქრეთ, 40 დღის იყავი და შენი მარტო დატოვება მომიწია, იმედია ღირდა, ამასაც ელვის სისწრაფით მიმავალი დრო გვიჩვენებს, მაგრამ მაინც „მაპატიე“, შენთან ყოფნას არაფერი სჯობდა.
შენი პირველი ფოტოსესია, ეს მოვლენა იყო.
მერე შენთან ერთად მიმეძინა და ხელი მომიხვდა, წამოიტირე, მე კიდევ მსოფლიოში ყველაზე ცუდი დედა მეგონა თავი.
შენი ცურვის გაკვეთილები, შენი ფელფსობა რომ მოვინდომე, არა დემეტრე, შენ რაც მოგეწონება და გესიამოვნება ის აკეთე!
ხოხვა რომ დაიწყე და დე _ და მამას ძახილი ქოთნიდან მიწა მოიპარე და პირისკენ გაიქანე, მერე მე დავჯექი და ქოთნიდან მიწები ამოვჭამე. გიჟი ვარ ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ჩემი სიგიჟეები შენ გამხიარულებს, დილას ხმამაღლა ნათქვამი დემეტრეეეეეეეეეეეე, დილამშვიდობისა, რა დილა თენდებაააა და ფარდის გადაწევა, შენი ჩაკოცნადა ჰაერში აგდება ეს ჩვენი სამყაროა, ჩვენი სიგიჟეა!
რამდენი რამის გახსენება შეიძლება, კალამს ვერ ვაჩერებ! უწყვეტი ფირი ხარ სასწაულის! მეორე ფოტოსესია, ისე იყავი როგორც თევზი წყალში.
შენი წამოტირება ჩემი ვაი-ვიშია, შენი სიცილი ჩემი დღესასწაული. ჩემი გრძნობების ფოირვერკი ხარ! ათასი გრძნობა, ათასი ფიქრი!
მე საწოლის ერთ კიდეზე ძილს მივეჩვიე და მერე რა, რომ 365 დღიდან 300 დღე არ მძინებია, ნორმალურად არ მიჭიამია და არ დამისვენია, ყველამვიცით, რომ დედობა ადვილი არ არის, მაგრამ ცომე ონ რა, ისეთი ბედნიერების შემოქმედი ხარ, მადლობის მეტი რა მეთქმის, ათასი მადლობა! ზედმეტი კილოგრამები, მუცელზე სტრიები, ჩაწითლებული თვალები და მაინც, ჩემ გულ-მკერდზე მოდებული შენი თავი ჩემი გულისცემის მოსასმენად ყველაფრის მალამოა!
მესამე ფოტოსესია, სტუდიის ნგრევით დასრულდა, მაგრამ ფოტოები მაინც გამოვიდა.
ცელქი და მსუნაგი ბიჭი ხარ, რომელმაც სქროლვა და ტელეფონის ყურზე მიდება, ტელევიზორის ჩართვა და წიგნში ფისოს ამოცნობა 5 თვიდან იცის!
მიყვარხარ… მალე დამოუკიდებლად სიარულს და ლაპარაკს დაიწყებდა ალბათ ყველაფერი ჩამოინგრევა სახლში, იცი მგონი ნერვებიც კი გამიმყარე, რუდუნებით შერჩეული შპალერი რომ დაიხევა, კედლები რომ მოიხატება და ჭურჭელი დაიმტვრევა აღარ მაღელვებს, შენ იყავი კარგად, მე გავალ აივანზე და იქით წამოვიტირებ „ღმერთო, რამდენ ხანს ვარჩევდი და ვფიქრობდი მეყიდა თუ არა ის ჭიქები, რომლებიც ძალიან მომწონდა“. სადღაც ჩემი პირადი სივრცე დასრულდა და შენ შემოიჭერი, მაგრამ შენთან ერთად ცეკვადა სიმღერა ისეთი კარგია, ჯანდაბას ჩემი სივრცე… ჩემი ბიჭები იყავით კარგად…
შენ 1 წლის ხარ, მაგრამ მესულაც არ გავზრდილვარ, პირიქით 1 წელი მომაკლდა, ეს არც ბენჯამენ ბატონის ცხოვრების დეტალებია, არც მოზღაპვრა, დიახ, მე უფრო ახალგაზრდა ვარ, რადგან ფრთები შემასხი და ეს ცხოვრება ერთი დიდი სასწაული მგონია იმ ფარდის გადაწევამდე, სადაც უსამართლობა, უკიდეგანო უსამართლობა სუფევს, სადაც ადამიანები ერთგულებასა და გვერდში დგომას ვერ აფასებენ, სადაც ენას აყოლილები სისულელეებს სჩადიან! შენთვის ასეთი სამყაროს გაცნობა ადრეა და მე ვეცდები და მამაც, სანამ ეს დრო დადგება, ოდნავ მაინც გადავასხვაფეროთ კარგისკენ! ადამიანი ბედნიერებისთვის შექმნა ღმერთმა, შენ კიდევ ჩემი ბედნიერებისთვის დაიბადე! გილოცავ! 1 წელია უკვე რაც ვიცნობთ ერთმანეთს, შენც იანვარელი ხარ! მე და შენ და ჩვენ!
სიყვარული იყო და აღარ იყო
– გიყვარვარ თუ გინდა გიყვარდე?
ამ სიტყვებს ვისმენდი ზურგიდან სამზარეულოში ნიჟარასთან თავჩარგული, მძიმედ ვსუნთქავდი და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. ეს სიტყვები თითქოს შორიდან მესმოდა, არა და გვერდით მედგა და შიშნარევი, გაბრაზებული, იმედგაცრუებული და ამავე დროს იმედიანი ხმით მეკითხებოდა. მე ჩაის ჭიქას მესამედ ვავლებდი წყალს, არ ვიცოდი რა მეპასუხა და არ ვიცოდი თვალებში ჩამეხედა მისთვის და გრძნობებისგან არეული, რასაც ვიგრძნობდი ყველაფერი მეთქვა, თუ უბრალოდ გავუჩინარებულიყავი…
მე ანნა მქვია და ახლა 2018 წელია, 33 წლის ვარ, ქმარი და 2 შვილი მყავს.

თითქოს არც დავბადებულვარ, არა და 33 წელი გავიდა და განცდებისას გამახსენდა 5 წლის წინანდელი ამინდი.

ფეხით მოსეირნე
გოგოს და ბიჭის ამინდი
ლექციას რომ გააცდენ, სამსახურში საქმეს რომ მოიმიზეზებ, სახლიდან რომ გაიპარები და შეყვარებულთან ერთად გაისეირნებ. ჰო, სწორედ ასეთი ამინდია. გოგოს, ბიჭის სიყვარულში ეჭვი რომ ეპარება და ცდილობს არც ერთი დეტალი გამორჩეს და სეირნობისას ბიჭსაც აკვირდება და სხვა მოისეირნეებსაც, აბა როგორი თვალით უყურებენ, იქნება მით მიხვდეს და განჭვრიტოს როგორი მომავალი ექნებათ მერე. ბიჭი, გოგოს თმას თითზე რომ დაიხვევს და სიმორცხვისგან გოგო თვალებს დახრის და თან ჩაიცინებს, შეიძლება ლოყებიც შეუწითლდეს და იუაროს ბიჭის უეცარი მიკარება. ასეთი ამინდია, გაზაფხულის, ფეხით მოსეირნე გოგოს და ბიჭის, მოულოდნელი ხელის ჩაკიდების, ჯიბიდან იების ამოღების, გზების ტკეპნის. ჩახუტების. თავისთავზე, ოცნებებზე, სურვილებზე მოგონილ ამბებს რომ ყვებიან. ერთი ყურსასმენით ნაცნობ მელოდიას რომ უსმენენ და იღიმიან. ბიჭი, გოგოს თვალებში რომ ჩახედავს და მერე „მიყვარხარ“ თქმას გადაიფიქრებსჯერ ადრეა~ რომ გონია, არა და გოგოს მაგ სიტყვების მოსმენა რომ სწყურია. მზიანი ამინდია, ფეხით ქვების გაგორების, ხტუნვის, გულის ფრიალის, მუხლის მოკეცვის ამინდია. ბიჭს რომ უნდა გოგოს ტუჩებს მიეკაროს, მაგრამ ეშინია. შიშის ამინდია, ვაითუ გაზაფხული მორჩეს და სიყვარული გაქრეს, ბიჭმა გოგოს, ყვავილები აღარ მიუტანოს, მათი სიმღერა სადღაც დაიკარგოს, „მიყვარხარ“ აღარ ითქვას არასდროს და ტუჩები უკოცნელი დარჩეს.
ფეხით მოსეირნე გოგოს და ბიჭის ამინდია… უგაზაფხულო, უშემოდგომო თბილისში, სიყვარულის ამინდია… ჩვენი ამინდია.

მიყვარდი, მიყვარდი…
მე შენ მიყვარხარ ცოტა ხნის წინ ირიჟრაჟა, რომ დავიწყე შენზე ფიქრი, ფინჯან ყავაზე თითებით ვითვლიდი ერთი, ორი, სამი… ერთი, ორი, სამი… დამივხვდი… რა ძნელია გერქვას ქალი, ქალი-მანდილით და ჩითის კაბით… ვფიქრობდი და იცი მერამდენედ შემიყვარდი?! „ამბობენ ჩემზე ვიღაცას ყვარობსო, ამიტომ ათრობსო, სევდიან ტატნობსო“… გყვარობ, მე შენ დიდი ხანია უკვე რაც გყვარობ… მას მერე მუზა, რომ დავკარგე ღამით და პირველად შენ, რომ დაშალე ჩემი ნაწნავი, შენში ოცნება რომ შევიყვარე… რომ დამინახე და გულმა გიფეთქა… მერე მზეს, რომ ვუმზირეთ, ლამაზ მზესუმზირას, შავგულას და გულყვითელას, სიყვარუილით რომ დავთვერით, გახსოვს როგორ ჩავიძირეთ ერთმანეთის სიყვარულში?! მიყვარხარ და მეყვარები, წლების მერეც… ისევ ისე გეტყვი, მიყვარხარ და მეყვარები.
მაგრამ მერე მივხვდი, რომ არაფრით არ ვგავართ მე და შენ ერთმანეთს, არ ვგავართ არც ფერით, არც თვალისჭრილით არ ვგავართ ერთმანეთს… და როდის დაიწყო ეს ისტორია, არ მახსოვს მერწმუნე, რადგან მგონია დღეს შემიყვარდები, შენი გულის ჯიბიდან იებს რომ მოვკრავ თვალს, იმ დღეს თუ არა ხვალ შემიყვარდები.
არ ვგავართ ერთმანეთს, შენ ხარ მშვიდი, მე კი გიჟი… შენ შერჩეულ მელოდიაზე მე მხრებს ვიჩეჩავ, შენ კი ჩემი მუსიკა სულ ხმაურიანი გგონია. მე ლექსს ვწერ, შენ კი მხოლოდ ერთი სიტყვა იცი, არაააა, არაფრით არ ვგავართ ერთმანეთს, შენ გჯერა მაშინ, როცა მე ვტირი, და შენ ხარ ყოველთვის გვერდით, როცა მე საკუთარ თავსაც კი გავურბი. დამაინც, არაფრით არ ვგავართ მე და შენ ერთმანეთს თუნდაც ვუსმინოთ ერთ მელოდიას და ვიცეკვოთ ვარსკვლავიან ღამეს, როგორც მაშინ.
ჩვენ გვაქვს საერთო _ ეს სიყვარულიიი, რომელიც ჩემთვის და შენთვის განსხვავებულ დროს დაიწყო, ჩვენ გვაქვს საერთო, უკიდეგანო, ციდან ცამდე ბედნიერება სახელად დემეტრე და მერე რა, რომ არ ვგავართე რთმანეთს, არ მედარდება, მთავარია შენ იცი სიტყვა „მიყვარხარ“ და მე დღეს ან ხვალ აუცილებლად შეგიყვარებ, როცა შენი გულის ჯიბეში იებს მოვკრავ თვალს და მეც გეტყვი „მეც, ხოო, მეც მიყვარხარ“ არა და სიყვარული მზიანი ამინდივით უნდა იყოს ტემპერატურის მგრძნობელობა: 25°
ქარში მგრძნობელობა: 20°ქარის მიმართულება: მარჯვნიდან მარცხნივ ან მარცხნიდან მარჯვნივ ტენიანობა: 25 %, ქარის სიჩქარე: შენელებული, აი, სიოს რომ გავდეს
წნევა: ნორმალური ხილვადობა: აბრმავებს, მაგრამ სასურველია გონება და გული თანხვედრაში გყავდეთ ნალექი: ხანდახან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიყვარულისთვის.
და როგორი ძნელია ო, რა ძნელია გერქვას ქალი, ქალი-მანდილით და ჩითის კაბით, რამდენ შეცდომებს ვუშვებთკაც-ნი, ადამიან-ნი, რამეს ვსწვალობდეთ მაინც… ბრძენთ შეუძლიათ სწვალა, სხვას აღმართში ქვა რომ წამოეწევა გაღმა. მე კი, წვიმიან ამინდში ვტირი, ვტირი ისე, რომ სხვებმა ვერ განარჩიონ შობის ცრემლები ჩემი წვეთებისგან. ო, რაძნელია ელოდებოდე აპრილს, აპრილს სულ ოდნავ მზიანს, როცა მოვა და გეტყვის იცი?! მეშენთანმინდა“...მე კი, თვალებს მორცხვად, რომ დავხრი არაფრისმთქმელი უბრალო ქალი, გამახსენდება, რომ იყო მაშინ ზმანება ერთი, აუხდენელი... ო, რა ძნელია კარგო, რომ გერქვას ქალი?! რადგან ხარ ნეკნი, გამოძერწილი - სულ შებერილი დაგაბერილი“ და ზოგჯერ გინდა გაშალო ფრთები, გაშალო და აფრინდე ზევით… ო, რა ძნელია ცხოვრება ერთი, როცა აირჩიე შენი ჭეშმარიტი გზები და თითქოს გებრძვის ცხოვრება ერთის, მე კი ტაძართან მადნილმოხვეულ თვალებს ვაცეცებ აქეთ-იქით, აქეთ-იქით დავხვდები, გავიქეცი და იქნებ მერე ავფრინდები-მეთქი დაო, რა ძნელია გერქვას ქალი, ქალი-მანდილით და ჩითის კაბით… შობის ცრემლებად, რომ მოგელანდოუნ და წავიდე, რომ შენინანო…

ნაწყვეტი
2018 წელს თითქოს გადამიყვარდი, მას შემდეგ რაც მკითხე:
– გიყვარვარ თუ გინდა გიყვარდე?
ადამიანო!
…ხოდა დავწერ, მაგრამ ჯერ ფურცელზე. შენ რომ გგონია, ისე არ არის, არც ისეა მე როგორც მგონია, ცხოვრება უცნაურია, მაგრამ არა უინტერესო. რომ არა დაბრკოლებები, ვინ შეიგრძნობდა სულით ხორცამდე წამიერ ბედნიერებას, რომ არა ცხოვრების კიბე, ვინ გაიგებდა რა არის ერთი ნაბიჯით წინ, ერთი ნაბიჯით უკან, რომ არა კეთილისა და ბოროტის ჭიდილი, არც ქვა იარსებებდა, რომელზეც მადლს დადებდი და გაივლიდი, არც სურვილი გროშის გაღების, ღიმილის, სითბოს და სიყვარულის გაცემის. ვიცი, სინათლის ნაკლულებამ სიბნელე, რომ შვა, სიკეთის ამ სიბოროტე და ასეა მარად და მარად. რა საჭიროა ღრმა ფილოსოფიური ახსნა ან და მაღალფარდოვანი სიტყვებით თქმა, მაშინ როცა გასცემ, და კიდევ გასცემ, შენც გინდა სულის შესავსებად ემოციები, ემოციები, რომელსაც დააბინავებ და ხშირად მოეფერები, ცოტა სიტკბოს შენშივე დაუმატებდა მერე მოგონებად აქცევ ისევ, და ასე მარად და მარად შეაგროვებ ემოციებს შენთვის, შენ სხვისთვის, ის მისთვის და ასე შემდეგ.
მე სიცოცხლე ცოტა ხნის წინ შევიყვარე, ისე ძლიერ, ისე ძლიერ, რომ წამართვან მაინც ვიბრძოლებ, მე რომ ღიმილი არ გაჩუქო შენ ადამიანო, შენ სამყაროვ, ალბათ ვერ ვიცოცხლებ ისე, ისე სრულყოფილად როგორც ადამიანმა უნდა იცხოვროს ამ ქვეყანაზე. მიწიერება, მზე, მთვარე თუ ვარსკვლავები გინდა ილუზია იყოს გინდა რეალობა წამიერია და რა ალამაზებს ამ სამყაროს თუ არა გულწრფელი ღიმილი, სითბო და სიყვარული?! მე არ ვიცი და შენ?! მაგრამ რატომ გგონია, როცა გიღიმიან შენ ეს დაიმსახურე და თავაწეული თავთავივით ქვევით აღარ იხედები, როცა შეიძლება მიწაზეც ნახო სილამაზე და ბედნიერება?! ბევრ კითხვებს ბადებს ადამიანთა მოდგმა და პასუხით კი არავინ გვპასუხობს მაინც. როცა გულს გაჩვენებენ ვინც არ უნდა იყო შენ ზურგს არ უნდა აქცევდე, რადგან ერთხელაც შეიძლება ღიმილის გარეშე დარჩე, ან უამრავმა ყალბმა ემოციამ ისე მოგიცვას სიკვდილი მოგანატროს, ხოდა გულწრფელი იყავი შენ ადამიანო! თუ გული დაგანახეს შენც გული მიეცი, თუნდაც სრულიად უცხოს.
ხომ იცი, რასაც არ ვუფრთხილდებით იმას ვკარგავთ ოდესმე, ვინც არ უნდა რაც არ უნდა თქვას სამყაროს შექმნიდან დღემდე, მთავარია სიყვარული, სიყვარული მიწის და ცის და ერთმანეთის. უმადური ადამიანი, ვერ იგემებს ამ ქვეყნიურ სიამეს, ვერც იმ ქვეყნიურ ისას და დარჩება ცარიელი _ ემოციების გარეშე და მე მინდა ვიყო ამ ემოციებით სავსე, გაიღიმე, ჩაეხუტე და დააბრუნე ღიმილი და ჩახუტება შენც!
ლექსი არაა, უბრალოდ დავწერე, მომინდა, ხოდა დავწერე.

სიყვარულის პარიზული არქიტექტურა
დიდი ხნის ნანატრი la Ville Lumière, წარმოსახვაში შეკოწიწებული შეგრძნებების ნაზავი, სწორედ ისეთი, როგორც ფერად ფირზე აღბეჭდილ გამოსახულებაში ღრმად მოცქირალ თვალებში დავინახე ჩემი თავი, სარკისებურ მოყინულ გუბეში… დიდი ხნის ნანატრი პარიზი, დიდად რომანტიკული და უცხო, სრულიად ახალი ემოციების მქონე ძველი ქალაქი, ეს ფრანგებისთვის ძველი, ისე ჩემთვის ხელშეუხებელი ოცნება და ვიარო პარიზის თეატრები: „ებერტო“ და „რენესანსი“.
ჯერ ადრეა, ცოტა ხნის წინ ირიჟრაჟა, მეკი ვეღარ ვუძლებ გარეთ გასვლის სურვილს, სარკმელთან მივირბინ ეფეხშიშველმა, გავიხედე და მხოლოდ აგურით ნაშენები კედლები დამხვდა და ისიც ვერ გავიგე წვიმდა თუ, რბილ საწოლზე უღიმღამოდ დავეშვი და გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი, რეალობის თვალით ნახვა ვამჯობინე, საკმარისია „წარმოსახვები“... დიდი ხელჩანთიდან ამოვიღე ჩემი ჩითის კაბა, თმის გაშლა მომინდა და მივხვდი, აღარ მქონდა გრძელი თმა, გავუღიმე თავს სასტუმროს სარკეში, შემოვიცვი გრძელიპლაში~ და დიდის მონდომებით ხელში დავიჭირე la Ville Lumière-ს ორნამენტიანი ქოლგა, რომელიც აქამდე არ მყვარებია… ახალი სურვილების დროა გავიფიქრე და დავკეტე ძველი შეგრძნების მქონე ხის კარი.
ჩავირბინე მოჭრიალე კიბეები და ღაწვებზე ჩამოცვივდნენ პარიზის ცრემლები, გავშალე ქოლგა და გუბეებში ბედნიერმა ჩავაჭყაპუნე~ ფეხები... გადასარევია გულში ვფიქრობდი და შევჩერდი, ეიფეეეეეელის კოშკი... აი თურმე რატომ სჯობია თბილისის ანძას ეიფელის კოშკი, ჩემმა იუმორმა ღიმილი ისევ მომგვარა და თავაწეულმა რამოდენიმეჯერ შემოვუარე კოშკს, დავინახე ყელი ყელგადაჭდობილი წყვილები, მათი ამბორი ფრანგულ კოცნას გავდა თუ არა ნამდვილად არ ვიცი... სუნმა შემაჟრჟოლა ფრანგული ფუნთუშის სუნმა ნელი ნაბიჯით ქუჩას გამაყოლა და შემიყვანა პატარა კაფეში, სადაც არავის ვიცნობდი, თუმცა ვიცოდი რა უნდა მეხმია საუზმისთვის, ეს იყო ფრანგული ფუნთუშა შოკოლადის, რომ არ მოგანდომოთ და წარმოგადგენინოთ მისი სიგემრიელე, იმ ეპიზოდს მოგიყვებით, როცა პარიზის თეატრების გზას გავუყევი... და ბედნიერებისგან მამცივნებდა, ჟე ტემ - ქართულ„მიყვარხარ“-სარს ჯობდა, მაგრამ სამაგიეროდ უფრო ხშირად ჟღერდა ამ ქუჩებში, რა იქნება ქართველებს დაუბრუნდეთ სიყვარულის ახლებური შეგრძნებები და „მიყვარხარ“ მომესმა ყურში ჩურჩულით და გამიკვირდა, თურმე წუხანდელი სიზმარი იყო დიდი ხნის ნანატრი la Ville Lumière და არა ახდენილი ოცნება, ისეთი როგორიც მოყინული თბილისი, უხ როგორ მეგონა პარიზში ვიყავი, ისევ უღიმღამოდ ციდან დავეშვი საწოლში და ამჯერად თბილად ჩავიცვი ერთი-ორი ფრანგული შტრიხით და დილით მაინც მივირთვი თბილისური ფუნთუშა…