პრემია ივერიაში წიგნის დიზაინის კონკურსი…

1659

2021 წელს კარგი სიახლეებით იწყებს პრემია „ივერია“ და სრულიად კეთილ განწყობას სთავაზობს ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებას. „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერია“ ფართოვდება და ახალ სეგმენტს მოიცავს. ხელოვნება განვითარებადია და, შესაბამისად, აღნიშნული პრემიაც ვითარდება.

„2021 წელს დაემატება ახალი ნომინაცია, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია და ხელოვნებასთან, ლიტერატურის განუყრელი ნაწილია. ახალი ნომინაცია იქნება წიგნის ყდის დიზაინის ნომინაცია – #1 „საუკეთესო დიზაინი“, #2 „კრეატიული დიზაინი“, #3 „ლიტერატურული დიზაინი“, #4 „წლის დიზაინი“ და #5 „ქართული ელიტის დიზაინი“. აღნიშნული ნომინაცია ღია იქნება და მისი შერჩევა საზოგადოებას შეეძლება, ჟიურისგან დამოუკიდებლად. წიგნის ყდის დიზაინის გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება შემდეგნაირად: www.qelite.info-ზე გამოქვეყნდება წიგნის ყდები. ყველა ავტორს უფლება აქვს გამოაგზავნოს მაქსიმუმ სამი სხვადასხვა ვერსია მისამართზე iveriaprize@yahoo.com-ზე, ფოტოვერსია JPG ფაილი. ყდების ფოტოებს თან უნდა ახლდეს ავტორის ერთი ფოტო. ყველა წიგნის ყდის ფოტო ვერსია გამოქვეყნდება www.qelite.info-ზე 2021 წლის 1 თებერვალს და 1 მარტის ჩათვლით იქნებიან კონკურსში ჩართული. ხმის მიცემა შეწყდება 2021 წლის 28 თებერვალს. გამარჯვებული გახდება ხმათა უმრავლესობით ანუ რომელი ავტორის წიგნსაც მეტი მოწონება (ლაიქი) ექნება, აღნიშნულ საიტზე ან ფეისბუქზე გამოქვეყნებულს საიტიდან პოსტის სახით. ხმათა უმრავლესობის მიხედვით და ნომინაციების ნუმერაციის მიხედვით გამოვლინდებიან ლაურეატებიც. გამოდის, რომ საზოგადოებაა თავად ჟიური და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება უფრო სწორი და სამართლიანი მიდგომა ამ მიმართულებით.

აქვე განვმარტავთ, რომ გამარჯვებული წიგნის ყდის ავტორის გარდა დაჯილდოვდება წიგნის ყდის დიზაინის შემქმნელიც თუ იქნება მსგავსი შემთხვევა…

იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული ნომინაცია და სიახლე ხელს შეუწყობს წიგნის გამოცემის კულტურის ამაღლებას, დიზაინის სფეროს განვითარებას, მაღალი ესთეტიკის და გემოვნების ჩამოყალიბებას“, – განაცხადა პრემია „ივერიის“ დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

მაშ ასე, პრემია „ივერია“ ელოდება საუკეთესო წიგნის საუკეთესო ყდების დიზაინს.

შეგახსენებთ, რომ პრემია „ივერია“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს 2013 წლიდან და წელს მერვე გალადაჯილდოება შედგება, ტრადიციულად 3 მარტს, ილია მართლის-ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიის“ პირველი ნომრის გამოცემის დღეს.