პრემია ივერიის მეცხრე გალა დაჯილდოება ილიას საიუბილეო წელს ეძღვნება – 185

1547

წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერია“ 2022 წლის 3 მარტს მეცხრე გალა დაჯილდოებისთვის ემზადება. წლევანდელი დაჯილდოება უფრო მასშტაბურია – საქართველო, უკრაინა, ლიეტუვა, ისრაელი, რუმინეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი მონაწილეობს ამ სოლიდირ კონკურს-პრემიაში.

„ივრია“ – ღირსეულთა პრემიაა, მასში მონაწილეობაც კი ასევე ღირსეულთა ხვედრია!

„პრემია „ივერიისთვის“ წლევანდელი წელი უმთავრესია – 2022 წელს ილიას 185 წელი შეუსრულდა და შესაბამისად, საიუბილეო წელია. ჩვენ უფლება არ გვქონდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღისთვის გვერდი აგვექცია და სხვა ქალაქში გაგვემართა წლევანდელი დაჯილდოება. ამ ყველაფერში დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის, მასპინძლობისთვისს და პარტნიორობისთვის მადლობა ქალაქ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ გივი ზაუტაშვილს. ვულოცავთ სრულიად საქართველოს ილიას საიუბილეო წელს!

პროექტი დღესაც ერთადერთია, რომელშიც ერთიანადაა თავმოყრილი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ყველა ერისა და აღმსარებლობის ადამიანი, მსჯავრდებულები, შშმ პირები. პირველივე დღიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ხატმწერების, მხატვრებისა და ფოტოხელოვანების მონაწილეობამ.

„პრემია „ივერიის“ წლევანდელი დაჯილდოება ტრადიციულად 3 მარტს გაიმართება. 2022 წლის 3 მარტს, მომავალ ლაურეატებს და საპატიო სტუმრებს განსაკუთრებული ადგილი და გარემო ელოდებათ, რასაც ბოლომდე სიურპრიზად შევინახავთ…

ტრადიციას არ ღალატობს პროექტი და ავტორების მასალები ჟიურისთან დანომრილი გადაიგზავნა ვორდის ფაელებით, სახელ-გვარების გარეშე, ჟიურის წევრებმაც არ იციან ერთმანეთის ვინაობა, თუ მის გარდა ვინ აფასებს  წლევანდელ კონკურსანტებს და, ბოლოს, ჟიური წელსაც საგურამოში შეიკრიბება, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) სახლმუზეუმში, ილიას ჭერქვეშ განიხილავენ…

ყველას გასახარად უნდა გითხრათ, რომ წელსაც გვაქვს ავტორთა და მონაწილე ქვეყნების სიმრავლე, რაც ისევ და ისევ პრემია „ივერიის“ პოპულარობაზე მიუთითებს.

მაშ ასე, გელოდებით 2022 წლის 3 მარტს, ყვარლის მერიის დარბაზში, გალა დაჯილდოებაზე. გასული წლების ლაურეატებმა დაიმშვენეთ მკერდი წმინდა ილია მართლის ორდენით, დაიცავით ჩვენი ტრადიცია, ახალმა მონაწილეებმა კი საზეიმო ჩაცმულობით დაამშვენეთ საღამო და ერთად შევქმნათ მაღალი, გემოვნებიანი კულტურა“, – განაცხადა პრემია „ივერიის“ დამფუძნებელმა, ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

უკრაინის დამსახურებული, სახალხო არტისტის, მსოფლიოში აღიარებული მხატვრის, ვლადიმერ კაზიუკის ნახატებთან ერთად ქართველი ახალგაზრდა, მაგრამ უკვე კარგად ცნობილი ხელოვანის, ვანიკო კეზუას ნახატებიც გამოიფინება, მათთან ერთად ისრაელის წარმომადგენლის, თვითნასწავლი გენიალური მხატვრის, პაატა ავრაჰამ იოსებაშვილის ნამუშევრები დაამშვენებს საღამოს. ასევე მსოფლიოსთვის საყვარელი ფოტოხელოვანის, საქართველოს ფოტომემატიენის, ბადრი ვადაჭკორიას ფოტოები გამოიფინება, რომლის გვერდით თვითნასწავლი ახალგაზრდა ფოტოხელოვანის, სერგო კევლიშვიოლის ფოტო გამოფენაც მოეწყობა და, რა თქმა უნდა, პროექტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანსეი შემოქმედი, ხატმწერი იქნება წარმოდგენილი – ქეთი ყურაშვილის სახით, რომელიც პრემია „ივერიაში“ 2013 წლიდანაა ჩართული.

შეგახსენებთ, რომ „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერია“ ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და პატრონაჟით, 2013 წლის 28 ნოემბრიდან. პროექტს ახორციელებს „საგამომცემლო სახლი ქართული ელიტა“, რომლის პარტნიორია „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალი“.

ალბათ გაზეთ „ივერიის“ ისტორიის შესახებ ბევრმა არ იცის, გაზეთისა, რომლის სახელსაც, ნაწილობრივ, ეს პრემია ატარებს… ეს განაპირობა ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა გარემოებამ:  2010 წლიდან, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით დავიწყეთ ილია ჭავჭავაძისეული გაზეთ „ივერიის“ ხელმეორე, დედნის ანალოგიის გამოცემა, რა თქმა უნდა, იგივე ფორმატის გაზეთად, მაქსიმალურად დაცულია იდენტურობა. ამ პროექტში მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დასაქმდნენ შშმ პირები და სხვა“ – თქვა გაზეთ „ივერიის“ ხელმეორე გამოცემის პროექტისა და იდეის ავტორმა და პრემია „ივერიის“ დამფუძნებელმა, ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

პრემია „ივერიის“ დაჯილდოების დეტალები:

  1. მეცხრე გალა დაჯილდოლება, საქართველო, ქალაქი ყვარელი, 2022 წლის 3 მარტი, 15:00 სთ.
  2. 2022 წლის 1-2- მარტი უცხოელი სტუმრების მიღება, ყვარელში;
  3. 2022 წლის 2 მარტი ექსკურსია უცხოელი სტუმრებისთვის, ძველი ქალაქი გრემი _ 11:00 სთ. 14:00 სთ.და 16:17 სთ. ღვინის წარმოება `ხარებას~ დათვალიერება;
  4. 2022 წლის 3 მარტი 11:00 სთ. უცხოელ და ქართველ მონაწილეებთან ერთად ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში ექსკურსია, უკრაინის სახალხო დამსახურებული, მსოფლიო დონის მხატვრის, ვლადიმერ კაზიუკის მიერ ილიას სახლმუზეუმისთვის თავისი ნახატის ოფიციალურად ჩუქება.
  5. 2022 წლის 3 მარტს, 15:00 სთ. გალა დაჯილდოების ცერემონიალი, ყვარლის მერიის საღონისძიებო დარბაზში.
  6. 2022 წლის 4 მარტს ფიროსმანის – ნიკო ფიროსმანიშვილის სახლმუზეუმის მონახულება და ვლადიმერ კაზიუკის ნახატის გადაცემა.
  7. 2022 წლის 5 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ვლადიმერ კაზიუის ნახატების გამოფენა: 15:00 სთ.