საქართველოს დღეები ათენში

118

საბერძნეთში, ათენში, წლებია უკვე, რაც „საქართველოს დღეები ათენში“ იმართება და ქართულ კულტურას აცნობს ევროპულ სამყაროს, რის საშუალებითაც კუთვნილ ადგილს იკავებს მდიდარ ევროპულ ცივილიზაციაში!

აღნიშნული კულტურული ღონისძიების ორგანიზატორი „ბერძნულ-ქართული კულტურის ასოციაციაა“ საბერძნეთში, რომლის პრეზიდენტიც, ქალბატონი ხატია ქარსაულიძეა. ცხადია, ასეთი მასშტაბური საერთაშორისო პროექტის მხარდამჭერი და ასევე ორგანიზატორი საქართველოს საელჩოა საბერძნეთში.

„გიწვევთ, ყველას სასწაული ბავშვების კონცერტზე, 3 ნოემბრს, 16:00 საათზე, ღალაცში, „ალსოს ვეიკუ“ პარკში! გაიმართება ღონისძიება „საქართველოს დღეები ათენში 2024“, სადაც ათენში მოქმედი კულტურული ორგანიზაციების აღსაზრდელები მღერიან ქართულად, ცეკვავენ ქართულს და შორიდან ეფერებიან თავის სამშობლოს! გვინდა ყველამ იხილოთ რა შესანიშნავი თაობა იზრდება საბერძნეთის მიწაზე ქართული სულისკვეთებით!

ასევე მოეწყობა ქართველი მხატვრების ნახატების, ხელნაკეთი ნივთებისა, სუვენირების, ქართული წიგნების გამოფენა, სახალისო სპორტული შეჯიბრებები, შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული კერძები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, დაესწროთ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის კონცერტს, წელს სტუმრად საქართველოდან დუშეთის ქორეოგრაფიული ანსამბლი „შადიანი“ გვეყოლება, საბერძნეთიდან – მაღულას პონტიელების საზოგადოება – Σύλλογος Ποντίων Μαγούλας & Περιχώρων!

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ:
„ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაცია“ -ხელმძღვანელი ხატია ქარსაულიძე, – „ბერძნულ-ქართულ კულტურულ ასოციაციასთან“ არსებული ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ივერიელებისს“, – სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი შმაგი ჯიმშერაშვილი და ამავე ასოციაციასთან არსებული დავით გურამიშვილის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა, – ხელმძღვანელი თამარ აფციაური.

– ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“, – ხელმძღვანელი ავთანდილ მიქაბერიძე, მასთან არსებული ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „კავკასია“, – ქორეოგრაფები: ეკა გიგოლაშვილი, შოთა ცქვიტიშვილი, ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი „კავკასია“, – ხელმძღვანელი მამუკა ინაძე.

ქართულ-ბერძნული კულტურის და განათლების ცენტრი „არმაზი“, – ხელმძღვანელები: ათანასიოს დრივას, ხათუნა ლობჯანიძე, მასთან არსებული ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „არმაზელები“ ქორეოგრაფი: მამუკა ზაქრაძე. ქართულ-ბერძნული თეატრალური კულტურული ორგანიზაცია „დიონისე“, – ხელმძღვანელი, – დიმიტრიოს ანასტასოპულოს, სამხატვრო ხელმძღვანელი თაკო სამხარაძე მასთან არსებული ვოკალური ჯგუფი – ვოკალისტი – თაკო სამხარაძე.

– სათვისტომო იბერიასთან არსებული ვახტანგ √I სახელობის საკვირაო სკოლა და ქართული სახლი, – ხელმძღვანელი, – დარეჯან ღამბაშიძე.
– „ჯორჯიან.ჯენ“ – ახალგაზრდა დიასპორული ორგანიზაცია – დამფუძნებელი და ხელმძღვანელი აკო შელია და კახი სიბოშვილი.
– ქართულ-ბერძნული საგანმანათლებლო კულტურული ცენტრი „პეგასი-მერანი“, ხელმძღვანელი, – შორენა მჭედლიძე.
– საბერძნეთის დიასპორულ გაზეთ „ელადასთან“ არსებული ლიტერატურული სალონი – ხელმძღვანელი რუსუდან ჯანელიძე.
– არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი ოდა“ ორგანიზაციასთან არსებული ქალთა ვოკალური ჯგუფი „საპოვნელა“, ხელმძღვანელი, – ქეთევან ძაძამია. ვოკალური სტუდია – ირმა მატატაკის ხელმძღვანელობით.

2 ნოემბერი
ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაცია გამართავს სემინარს „ილია ჭავჭავაძე – საქართველო და ევროპა“ და „საქართველოს და საბერძნეთის ურთიერთობების მნიშვნელობა“, რომელსაც წარუძღვება ჟურნალისტი და გამომცემელი, „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ივერიის სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – ივერიის“ დამფუძნებელი ნუგზარ-პეტრე ჭიაბერაშვილი. ლექცია გაიმართება სუნიოში, პოსეიდონიის ტაძართან, სადაც საქართველოდან ჩამოსულ სტუმრებთან ერთად- ანსამბლი „შადიანი“, დაესწრებიან ბერძნულ-ქართული კულტურული ორგანიზაციის აღსაზრდელები და ანსამბლი „ივერიელები“.

3 ნოემბერი
ღალაცის „ალსოს ვეიკუს“ პარკში „საქართველოს დღეები ათენში“ ტრადიციული ღონისძიება გაიმართება, რომელსაც ჩვენმა ორგანიზაციამ 2015 წლიდან ჩაუყარა საფუძველი და უკვე მეოთხე წელია რაც ღალაცის „ალსოს ვეიკუს“ პარკში იმართება!

შეგახსენებთ, რომ წარმოდგენილი იქნება ქართველი მხატვრების ნახატების გამოფენა, ხელნაკეთი ნივთები და სუვენირები, ქართული წიგნები, სახალისო სპორტული შეჯიბრებები, შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული კერძები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან და დაესწროთ ქართული ხალხური სიმღერებისა და ცეკვების კონცერტს, სადაც ათენში მოქმედ ანსამბლებთან ერთად მონაწილეობას იღებენ დუშეთის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი «შადიანი» და საბერძნეთის მაღულას პონტიელების ფოლკლორული ანსამბლი – ΣΥΛΛΟΓΟΣ ΠΟΝΤΙΩΝ ΜΑΓΟΥΛΑΣ ΚΑΙ ΠΕΡΙΧΩΡΩΝ, – გვითხრა ათენის საქართველოს დღეების ორგანიზატორმა.

მხარდამჭერი: საქართველოს საელჩო საბერძნეთში
Georgia in Greece georgians.gr

გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“.  სპონსორი: PayLink – Western Union

ღონისძიების დასაწყისი 14:00
კონცერტის დასაწყისი 16:00
დასწრება თავისუფალია!

P.S. აქვე გეტყვით, რომ „ბერძნულ-ქართული კულტურის ასოციაციის“ ხელშეწყობით, 2025 წელს ათენი პირველად უმასპინძლებს „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ივერიის სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – ივერიის“ ევროპულ გალა დაჯილდოებას, რადგან ევროპული და ქართული ცივილიზაცია მეტად განვითარდეს და დაახლოვდეს.