ეთერ ისაკაძის პოეზია…

752

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

ეთერ ისაკაძე – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ 2021 წლის ლაურეატი ნომინაციაში „ქართული ელიტის წლის პოეტი“

სად არ მატარე ღმერთო
სად არ მატარე ღმერთო,
მიწისქვევით თუ ცაში,
სალი კლდეები ვლაშქრეთ,
ყვავილებს ვკრეფდი ბარში…
მემოვილოცე ტაო,
„ოთხთას“ ვისმინე წირვა,
სასომხეთს, საინგილოს,
ჩვენს წინაპართა გმინვა!
კაბადოკიას გახლდით,
რა საოცრება ვნახე,
სუმელას წმინდა მამებს,
ჰქონდათ ღვთიური სახე!
სვიმონის სვეტი ქვაში,
დღესაც ლოცვით დგას იგი,
ხეობას დედა ვნახეთ,
არსებობს ბევრი მითი!
სვანეთმა გული შესძრა,
ასულს ვეძებდი შატილს,
რა დამავიწყებს მუცოს,
ზუგდიდს, ვლაქერნას სადილს!
წყალტუბოს ქვეშეთს ვიყავ,
მინდა ვათი ოღამე,
ბაგრატის შემდეგ ძმაო,
აბა, მითხარი რამე?!
კაცხის სვეტს ბერი იდგა,
ბერთას კალმახებს ვთვლიდი,
მე მოვილოცე გრემი,
ვარძია დიდზე დიდი!
კლდეთა ნაჟური წყალი,
დიდ ქვაკვეთურში ვნახე,
დავით გარეჯის კომპლექსს,
არ შეედრება რამე!
ხევი მაგიჟებს, მიყვარს,
გერგეთს დავადგი ფეხი,
ლომისამ გადამრია,
დამაწერინა ლექსი!
წმინდა მამების ქალა,
ქარელს, ქოზიფას ვნახე,
ბოდბეში ნინო დამხვდა,
მისი უმანკო სახე!…
სად არ მატარე ღმერთო,
ხელს მაშველებდი წამში,
რომ ვყოფილიყავ შენთან,
იმ საზიარო ჯამში!
ყველგან ღვთის მადლი დამხვდა,
ქვას-ქვაზე ცრემლით სდებდნენ,
წმინდა გიორგის ფრესკებს,
კაბადოკიას წერდნენ!
როგორც წარსულში, დღესაც
შურს და სიძულვილს სთესდნენ,
ოდითგან ასე იყო,
გვკლავდნენ, გვართმევდნენ,

უწმინდესს
როგორც, აროდეს არ დაილევა ღრიალი თერგის,
როგორც, აროდეს გამოილევა ნისლები მთების,
როგორც, აროდეს არ გაქრება ალპებში ყვავილების ზღვა,
ასევე იყოს თქვენი სიცოცხლე კვლავ!
ახლიდან შეუსხამთ კლდეებს ფიჭვები,
თქვენ არ გასვენებთ ჩვენზე ფიქრები –
რას მოვიმოქმედებთ, როგორ ვიქნები თხვალ!
ყოველი დღე, ჩვენ გვიხარია თქვენით.
იმედი ხვალის, თქვენი ხილვაა ამბიონზე,
ღმერთმა ძალა მოგცეთ, კვლავ ყველას დაასწარით,
ლოცვა ალიონზე!
ჩვენ, თქვენთან ერთად გვინდა ვიხილოთ,
გაბრწყინება საქართველოის,
თქვენი ქადაგება გვიკვალავს გზას,
უფალს მივეგებებით, რიდით და კრძალვით,
დავუფენთ, პალმის რტოებს და ბზას!
დედაღვთისმშობელი მოგვანიჭებს
გატანის მადლს,
ყოვლის შემძლე უფალი მოგვიხსნის
გულიდან დარდს,
თქვენი წინამძღოლობა,
არ მოეშალოს სამართლმადიდებლოს,
ჩვენ, წინ დაგიფენთ
უდიდესი კრძალვით – იას და ვარდს!

კაბადოკია
იღვენთებოდა სანთლები კლდეში,
ქვიშას ერწყმოდა ცრემლთა ნაჟური,
ფრინველს დაედო ბუდე გუმბათზე,
მერცხლი სბარტყია ღვთისგან ნაპკური!

ვიდექი ქვაბულს, პარაკლისს აღვლენს,
ჩვენი მამაო, უფლის ჯვრით ხელში,
ვინ იცის ბოლოს ვინ იდგა ტაძარს,
იქნებ გიორგიც იყო იმ მრევლში?!

დიდ წმინდანების სოფელს ვეწვიეთ,
გულანთებული მრევლი ნინოსი,
ხეობას კლდეში დედა ვიხილეთ,
ყრმა ჰყავდა ხელში, კაბით ტილოსი!

მადლიან მიწას, ნანატრ ოცნებებს,|
ფრთები შეესხა, შევახე თხელი,
ეს არ ითქმება, არც იწერება,
ამბავი არის საოცრად გრძელი!

გორემეს გულში ქალაქი ვნახეთ,
მიწას ეჭამა ხორცი მავანის,
აქეთ და იქით ჩონჩხიღა დაგვხვდა,
იდუმალება ქვეშეთს სავანის!

წმინდა გიორგის საგმირო საქმე,
ცაში აზიდულ კლდეებს ამჩნია,
ჩვენ ცა გვაქვს კლდეში ნაკვეთი სული,
ჩვენი თამარი, ჩვენი ვარძია!

მესვეტის ღაღადს ისმენს უფალი,
აქვეა ვაზი მტევნებდასხმული,
გადაფოფრვია, ჩაკვრია ფესვებს,
სულ დაბლნარია, მიწას განრთხმული!

იდუმალებით სავსე ქვეყანა,
მიზიდულობის ძალა ართქმული,
მხურვალე ბერთა ცრემლთა დინებით,
ქვიშადქცეულა მიწა ტანჯული!