წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერია“

2557

ავტორო: ნინო ახალაშვილი

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

ნინო ახალაშვილი – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2019 წლის ლაურეატი ნომინაციაში „წლის საუკეთესო ლირიკა“

უთქმელი – „მიყვარხარ“

წავალ და რამდენი დამრჩება სათქმელი… 
რამდენი – „ძვირფასო“, რამდენი – „მიყვარხარ“…
ხან თავი მგონია ყველაფრის მნახველი
და მაინც სიყვარულს უთქმელად ვინახავ…

გაეცით სითბო და გაეცით ალერსი…
მიყვარხარ! – უთხარით ყოველდღე ერთმანეთს…
ერთმანეთს უყურეთ ყოველდღე თვალებში…
გიყვარდეთ ერთურთი, უბრალოდ გიყვარდეთ…

უთხარით! უთხარით, ტკბილია სიცოცხლე…
რომ ერთად ყველაფერს, ყველაფერს გაუძლებთ…
რომ იბრძვით, რომ გიყვართ სულ ყველამ იცოდეს…
მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს… სამყაროს აუწყეთ…

გმადლობდე უფალს და ადიდე გამჩენი…
ყოველი დღე უფლის წყალობად მიიღე…
გიყვარდეს მოყვასი… უბრალოდ გამვლელი..
ეცადე უფალთან მართალი მიხვიდე…

თუ გული გატკინეს, შენდობა ისწავლე…
არასდროს დაკარგო რწმენა და იმედი… 
იშრომე… იბრძოლე… ილოცე… იწვალე…
და შენით შექმენი, თუნდაც რომ მცირედი…

გაეცით სითბო და სიკეთე აკეთეთ…
უფალი აცოცხლეთ თქვენში და იარეთ…
ცა და მზე ყოველდღე თვალებში არეკლეთ…
იხარეთ… იმრავლეთ… იადამიანეთ!

არ ვიცი რამდენი კი დამრჩა სიცოცხლე… 
არ ვიცი ცხოვრება რამდენ ხანს გრძელდება… 
დღეს გეტყვით და მინდა, რომ ყველამ იცოდეთ, 
მიყვარხართ და გრძნობა ჩემში არ ნელდება…