მაია კახიძე: მე, ჯანმრთელი მომავლისთვის, შინ ვიმყოფები… დარჩი სახლში…

1882

წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერია“ ერთადერთი ლიტერატურული პრემია-კონკურსია, რომელმაც თავისი ლაურეატები და მონაწილეები, საზოგადოებისთვის ცნობილი პოეტები, მწერლები, ხატმწერები, მხატვრები, ფოტოგრაფები და საზოგადო მოღვაწეები, პირველმა ჩართა აქციაში დარჩი სახლში!

შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ივერია – ბრილიანტის“ კამპანიას უერთდება ცნობილი მწერალი, პოეტი, პრემია „ივერიის“ ლაურეატი და ასევე „ივერია – ბრილიანტის“ ჟიურის წევრი, მაია კახიძე, რომელიც საზოგადოებას ემოციურად მიმართავს: მაქვს, სულ შრომაში ვიყავი და ახლაც ვცდილობ. ყველა მენატრებით, მენატრება ჩვენი საღამოები, სცენა, ღიმილი და სითბო…აი, ხეები უჩემოდ გაიფოთლა…ბევრი კარგი ვნახე, ბევრი ცუდი, მაგრამ კორონა ისე ცუდად გადმოდგა ჩვეულ გზაზე, ჩვენც მაგრად უნდა დავუხვდეთ. ჰოდა, გულმა ბევრი აწონა, აწონა და დაწონა. ამიტომ, მე, ჯანმრთელი მომავლისთვის, რა თქმა უნდა, შინ ვიმყოფები და კეთილსინდისიერად ვასრულებ ყველა მითითებას. შენც დარჩი სახლში და გადაარჩინე სამშობლო!!! პატივისცემით, თქვენი მაიკო კახიძე.

მაშ ასე, დარჩი სახლში და გადაარჩინე საქართველო!